TOP-NEWS.GE / ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტის წარმატების მორიგი ისტორია

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტის წარმატების მორიგი ისტორია

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის (ბაკალავრიატი) კურსდამთავრებული ლადო თურმანიძე, ზაარლანდის უნივერსიტეტის (Universität des Saarlandes) კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიანტია.
 
ლადო თურმანიძე: „საბაკალავრო საფეხურის პირველი კურსის დასრულების შემდეგ, უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ სწავლას მაგისტრატურის საფეხურზე გერმანიაში გავაგრძელებდი. ამის საფუძველი კი KIU-ში მიღებულმა ცოდნამ შემიქმნა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის კურიკულუმი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით არის შედგენილი, რის გამოც გამიადვილდა გერმანული მხარის მიერ მოთხოვნილი კრიტერიუმების დაკმაყოფილება. KIU-მ მომცა, როგორც ღრმა აკადემიური ცოდნა, ისე გერმანიაში სტაჟირების გავლისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს წარმატებაში“.
 
 ლადოს მიღწევები ბაკალავრიატის პერიოდშივე გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებითა და აქტივობებით. მან ძირითად სპეციალობასთან ერთად დაფარა მათემატიკის დამატებითი პროგრამა. მესამე კურსის შემდეგ, KIU-ს მხარდაჭერით, სტაჟირება გაიარა გერმანიის ერთ-ერთ კვლევით ცენტრში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ამჟამად იგი EPAM Systems-ში მუშაობს მონაცემთა მეცნიერად (Data Scientist).

დღეს, 12:33
უკან დაბრუნება