TOP-NEWS.GE / ქუთაისის სპორტსმენმა საერთაშორისო თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქუთაისის სპორტსმენმა საერთაშორისო თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ყირგიზეთში, სუმოს ტრადიციულ სპორტულ სახეობებში გამართულ საერთაშორისო თამაშებზე “World Nomad Games 2026" წარმატებით იასპარეზა ქუთაისელმა სპორტსმენმა ამირან წიქორიძემ და ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

 მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა 115 ქვეყნის 3000-მდე სპორტსმენმა მიიღო.

ამირან წიქორიძემ შეჯიბრების ეტაპებზე დაამარცხა რამდენიმე სპორტსმენი, ბრაზილიელი, უზბეკი, მონღოლი და რუსი. აღსანიშნავია, რომ მონღოლი ათლეტი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია.

ფინალურ შეხვედრაში ქუთაისელი სპორტსმენი ყირგიზეთის წარმომადგენელთან დამარცხდა და ტურნირი ვერცხლის მედლით დაასრულა.
მწვრთნელი, გენადი ჩირგაძე.

დღეს, 12:20
უკან დაბრუნება