საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, 2026 წლის 16 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე პირველკურსელებისათვის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
“ძვირფასო პირველკურსელებო! აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი გილოცავთ სტუდენტობას და გისურვებთ წარმატებებს!
გთხოვთ, 2026 წლის 16 სექტემბერს, 15:00 საათზე, მობრძანდეთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში (თამარ მეფის ქ. N59), სადაც დაგხვდებათ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი. ადგილზე გადმოგეცემათ სპეციალური საშვები, რის შემდეგაც ერთად გადავინაცვლებთ ცენტრალურ მოედანზე და დავესწრებით საზეიმო ღონისძიებას,”-ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.