TOP-NEWS.GE / ქუთაისის მერია 14 მიკროავტობუსს და 34 ავტობუსს შეიძენს

ქუთაისის მერია 14 მიკროავტობუსს და 34 ავტობუსს შეიძენს

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 6 თებერვლის N283 განკარგულებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების შეძენის მიზნით დამატებით 10 000 000 ლარი გამოეყო.

აღნიშნული თანხით განახლდება მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის ავტოპარკი. მომდევნო 6 თვის განმავლობაში ქალაქი ეტაპობრივად შეიძენს 14 მიკროავტობუსსა და 34 ავტობუსს.

გუშინ, 23:04
უკან დაბრუნება