TOP-NEWS.GE / სოფელ ქვედა სიმონეთში სასმელი წყლის პრობლემა 200-მდე ოჯახს მოუგვარდება

სოფელ ქვედა სიმონეთში სასმელი წყლის პრობლემა 200-მდე ოჯახს მოუგვარდება

 თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთში წყლის მიმწოდებელი ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის  თანადაფინანსებით ხორციელდება და ადგილობრივი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას ემსახურება. 

“სწორედ ასეთი, მოსახლეობის ყოველდღიურ საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტების თანმიმდევრული განხორციელება ქმნის მდგრადი რეგიონული განვითარების საფუძველს და უზრუნველყოფს, რომ  მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება ეტაპობრივად შეეხოს მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელს,"-განაცხადა მერმა მანუჩარ რობაქიძემ.

ქვედა სიმონეთში წყლის რეაბილიტაციის პროექტს, მერიის დაკვეთით, შპს  “გეოპლასტი" ახორციელებს, პროექტი გარდამავალია და მისი ჯამური ღირებულება  880 000 ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ  წყლის პრობლემა  ქვედა სიმონეთში მცხოვრებ 200-მდე ოჯახს მოუგვარდება.

დღეს, 11:11
უკან დაბრუნება