TOP-NEWS.GE / ონში ქალაქის მთავარი დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადებიან

ონში ქალაქის მთავარი დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადებიან

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლევან შერაზადიშვილი,  მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან  ერთად, სახალხო დღესასასწაულ „ონელობა  2026“-ის სამზადისს გაეცნო.

დღს, 16:00 საათზე, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქ ონში, დავით აღმაშენებლის მოედანზე, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში სახალხო დღესასწაული „ ონელობა 2026“ გაიმართება.

დღის მანძილზე დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომელიც გალა კონცერტით დასრულდება და მაყურებლის წინაშე  ლეგენდარული „ქართული ხმები“ წარსდგება.

ღონისძიების მიზანია საკუთარ ფუძესთან, მშობლიურ გარემოსა და ტრადიციებთან დაბრუნების იდეის წარმოჩენა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. 

 გაცნობებთ, რომ “ონელობა” როგორც დღესასწაული 2008 წლიდან აღინიშნება და წელს მე-18 ონელობას ვიზეიმებთ. ამ დღეს, ონის მუნიციპალიტეტი უამრავ სტუმარს უმასპინძლებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ გაეცნონ ოთხი მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ ნიმუშებს, ფოლკლორს და კულინარიას

დღეს, 15:28
უკან დაბრუნება