TOP-NEWS.GE / ქუთაისში, თანამედროვე ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრში ჩატარებული ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ, პაციენტი გარდაიცვალა

ქუთაისში, თანამედროვე ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრში ჩატარებული ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ, პაციენტი გარდაიცვალა

ქუთაისში, თანამედროვე ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრში ჩატარებული ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ, პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილის შვილის, თაკო კოპალიანის თქმით, დედამ ოპერაცია 24 ივლისს გაიკეთა.

“გაიკეთა ბარიატრიული ოპერაცია (სლივი. მანამდე გვეგონა ბაიპასი კეთდებოდა, თუმცა თურმე შემთხვევით დაფინანსება გადაგზავნილი იყო სლივზე). აქედან მე-12 დღეს დაეწყო მუცლის საშინელი ტკივილი. ითმენდა, რადგან იფიქრა ნორმა იყო. დაახლოებით 3დღე (მანამდე ჭრილობიდან მოდიოდა საშინელი ჩირქი), შემდეგ მივიყვანეთ საავადმყოფოში და ეხოს მეშვეობით გვითხრეს, რომ აქვს გაუწყლოვანება. იმ ღამესვე რეკავს დედაჩემი მომაკითხეთ მიშვებენო (ექიმებმა გვითხრეს, რომ გაჯიუტდა და წამოვიდა, თუმცა არავინ დაგვკავშირებია ჩვენ და არც ხელწერრილი დაუწერია დედაჩემს). გამოუწერეს წამლები, გადასხმები და ვენის მეშვეობით ვერ გადავუსხით, რადგან ჰქონდა ძალიან თხელი ვენები. ექიმს რომ დავურეკეთ ვუთხარით რაც ხდებოდა, გვითხრა: ჯერ კიდევ არ გადაგისხიათ გადასხმაო?1.5 უკვე გადასხმული უნდა ჰქონოდაო. ასევე ქონდათ დანიშნული კატეს გადაღება, რომელიც მის წონაზე თურმე ქუთაისში არ იშოვება, ესეც არ ვიცოდით.

მოკლედ, ექიმმა მოიყვანეთო და მეორე დღეს ეხოზე უკვე ჩანდა მუცელში წყალი. იმ ღამესვე გადავიყვანეთ რუხში კატეს გადასაღებად რეანომობილით, რომელსაც მთელი დღე ველოდებოდით, ესეც ექიმის ჩართულობით ძლივს მოგვარდა (ნეტა ჩვენ საიდან შევძლებდით ამ საავადმყოფოს პოვნას, როცა გამოგვიშვეს).

კატეს პასუხის შემდეგ გავიგეთ, რომ ჰქონდა ნაწლავის თრონბოზი, გაკეთდებოდა ოპერაცია და ამოიჭრებოდა დაზიანებული ნაწლავი. დილას გვეუბნება ექიმი, რომ ქირურგიულ ჩარევას აზრი აღარ ქონდა, ამიტომ უნდა დავლოდებოდით სადამდე გაძლებდა ორგანიზმი..შემდეგ გადაწყვიტეს მკურნალობა და იმ დილასვე აიყვანეს რეანიმაციაში. 2 კვირა რეანიმაციაში იყო, პარასკევს გვეუბნებიან რომ შემდეგ კვირაში გაგვწერენ. ორშაბათს გვეუბნებიან, რომ ხვალ უკვე გაგვწერდნენ. ცოტა გაკვირვებული სახე გვქონდა ოჯახს და გვკითხა ექიმმა: “რა იყოთ არ გიხარიათ? ჩვენ გვიხარია უკეთესობა”.

თურმე პაციენტი ნაბიჯებს დგამს და ბატონი ბესო ექიმი გვეუბნება, რომ საპირფარეშომდეც კი გავა თავისი ფეხით.

მეორე დილას ვხედავთ დედაჩემს, რომელსაც ბევრად დიდი წონა ჰქონდა, ვიდრე ოპერაციამდე. უძრავი ქალი ძლივს ავიყვანეთ ეტლიდან და ჩავსვით მანქანაში ისე იყო გადასიებული…

ექიმი გვეუბნება,რომ აუცილებლად უნდა იჯდეს და არაფრით არ დაწვეს, თუმცა როცა ვაჯენდით, უაზროდ დიდი ტკივილები ჰქონდა-ტიროდა, კიოდა, ცალი ხელი გასიებული ჰქონდა და როცა დავრეკეთ რეანიმაციაში, ვკითხე რატომ აქვს-თქო? რა ვიცი,  ასე ჰქონდაო. აბა ეს ნორმაა- თქო და რა ვიცი მეო ნორმაა თუ არაო, ასე ჰქონდა გამოშვებამდეცო. ბესო ექიმი გვეუბნება,რომ დავაკვირდეთ ხვალამდე..

მეორე დღეს ისევ გაუსაძლისი ტკივილები აქვს ქალს და სასწრაფოთი წავიყვანეთ საავადმყოფოში, ოღონდ გადაყვანის მომენტს აღარ მოვყვები რა ჯოჯოხეთი იყო მისთვის,  დაწოლილი ამხელა ტკივილით, ყველა გამოძრავება რომ ძალიან ტკიოდა…

მივედით და ვხვდებით ემერჯენსის ექიმს, რომელიც გვეუბნება, რომ თუ ხვალამდე პაციენტი არ დამძიმდება, ისევ სახლში გაგვატანს და თურმე ასეთი ,,ჩეპეები” თან ახლავს რეაბილიტაციის პერიოდს. ხვალ რომ წავიყვანთ, ზეგ შეიძლება ისევ დავაბრუნოთ უკან და ა.შ.

ჩვენ ვთქვით, რომ სანამ რეაბილიტაციამდე მართლა არ მივა და თავისი ფეხით ერთ-ორ ნაბიჯს არ გადადგამს, სახლში არ წავიყვანდით..მეორე დილას ისევ რუხში მივდივართ რეანომობილით, გზაში დაიტანჯა ადამიანი, იქ კატეს გადაღება კიდევ ცალკე ჯოჯოხეთი ამხელა ტკივილების ფონზე.

ჩამოვიყვანეთ და თქვეს, რომ თურმე ერთ პალატაში გადაგვიყვანენ, სადაც პაციენტთან ერთად უნდა ყოფილიყო თავმდგმური და კიდევ ერთი ექთანი, რომელიც ჩვენ უნდა დაგევქირავებინა ჩვენივე ხარჯებით.

დავაწვინეთ ორდღიანი წვალების შემდეგ დედაჩემი პალატაში (მომაკვდავი ქალი პალატაში).

ორი დღე გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა, მთელი ღამე რაც გავიარეთ, მაგასაც აღარ დავწერ. ბოლოს, მეორე დღეს,  როცა წნევა 200 -ს ზემოთ ჰქონდა და სატურაცია დაბალი, 3 აპარატი გამოაცვლევინეს, იქნებ ცდებოდა, არადა რომ შეხედავდი, ეტყობოდა როგორც იყო, ძლივს აიყვანეს რეანიმაციაში.

ზუსტად ვიცი, რომ მხოლოდ ეს კონკრეტული ექიმები ვერ მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას-ეს იყო ყველა იმ ექიმის პასუხისმგებლობა, რომელიც იკრიბებოდა კონსილიუმზე, ალბათ ამას ქალბატონები-ვერიკო ძოწენიძე და თამარ გაბადაძე დაგვიდასტურებენ.

მოკლედ,ამდენხნიანი წვალების შემდეგ, “რეაბილიტაციის” პერიოდში, ძლივს პალატაში დაწვენილი და ძლივს რეანიმაციაში აყვანილი დედაჩემი შეაერთეს აპარატზე დქ მეორე დღეს გარდაიცვალა…

რა ჭირდა დეტალურად იმას არ ვიტყვი, ეს კიდევ მოკლე მიმოხილვაა,  რაც გავიარეთ, თუმცა იმედია მიხვდებით რატომაც დავწერე ეს-მინდოდა მეჩვენებინა ამ ექიმების “სიკეთე და პროფესიონალიზმი”. ქალი, რომელიც რეაბილიტაციას გადიოდა, მათდა სამწუხაროდ კლინიკაშივე გარდაიცვალა, რაც ყველაზე მეტად არ უნდოდათ.

ბოლოს იმას ვფიქრობდით ნეტა ეთქვათ, რომ უკეთ არ იყო, ნეტა გაეკეთებინათ ისეთი გამაყუჩებელი, სიცოცხლის ბოლო წუთებში ტკივილით მაინც არ დატანჯულიყო, თორემ ჩვენ თავიდანვე იმედი არ გვქონდა ,სანამ თვითონ რეანიმაციის ექიმები არ მოგვცემდნენ იმედს. აქ საუბარი არ გვაქ დედიკოს დიაგნოზზე, რომელიც ექიმის ბრალეულობის გარეშე შეიძლება ნებისმიერს დაემართოს, არამედ მათ გულგრილობაზე.

იმ წამლებს უშუალოდ იმ ექიმებს გადავცემ საჩუქრად, რომელიც დედაჩემს გამოუწერეს, არც დედაჩემს ჭირდებოდა მაგრამ დაუნიშნეს, ხოდა ახლა არც თქვენ გჭირდებათ და შეგიძლიათ თქვენ მაინც მშვიდობაში მოიხმაროთ,”-წერს თაკო კოპალიანი.

ახალი ამბების სააგენტო Top-news.ge აგრძელებს თემაზე მუშაობას და კლინიკის პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

დღეს, 09:45
უკან დაბრუნება