ქუთაისიდან მოსკოვის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის ერთ-ერთი მგზავრის ოჯახი დახმარებას ითხოვს. ცნობილია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ავტობუსი “კამაზს” შეეჯახა, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან დაშავებულები.
“გულისტკივილით მოგმართავთ...
საშინელ ავარიაში მოხვდა ჩემი და, ქეთი თედორაძე ოჯახით, ავტობუსით მგზავრობისას. 43 დაზარელებული მგზავრი.
6 დაღუპულთა შორის არის მისი მეუღლე - ვალერი მაჭავარიანი. მარჩენალის გარეშე დარჩა სამი არასრულწლოვანი შვილი (6, 7 და 14 წლის)..
ქეთი რეანიმაციაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია უგონოდ. ორი შვილი ასევე რეანიმაციაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. როგორ გავუძლოთ, რა გველის.. არ ვიცით..
ოჯახს და დაობლებულ ბავშვებს სჭირდება დახმარება და თანადგომა. წინ ბევრი გაურკვევლობა და სირთულე ელოდებათ.. გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ ყოველი გამოხმაურება ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
გადარიცხვის რეკვიზიტები:
საქართველოში: Bank of Georgia,
#GE11BG0000000255372900
TBC ბანკი
#GE52TB7826645064300066
TEDORADZE GIORGI (ჩემი მეუღლე- ქეთის ძმა)
რუსეთში: ВТБ банк
Карта 2200 2460 7616 2042
Мачавариани Марго
(ვალერის და)
დიდი ბოდიში მომართვისთვის და დიდი მადლობა თანადგომისთვის,”-წერს ელინა სვანიძე.