2026 წლის პირველი სექტემბრიდან, შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში“ სრულიად ახალი სისტემები დაინერგა.
“ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია” სიახლეების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
1. გაჩერებების გამოცხადების სისტემა
გაჩერებების წერტილების გამოცხადების სისტემა უზრუნველყოფს მგზავრთა დამატებით ინფორმირებასა და კომფორტულ გადაადგილებას.
2. ხმოვანი და ვიზუალური ინფორმირება
გარდა ხმოვანი გამოცხადებისა, სისტემას აქვს შესაბამისი ვიზუალიზაციაც.
ავტობუსებში განთავსებულ მონიტორებზე აისახება გაჩერებების წერტილები;
ჩანს ტრანსპორტის გადაადგილება;
ჩანს მომდევნო გაჩერება;
შესაძლებელია, ავტობუსის გადაადგილების თვალყურის დევნება ლაივ რეჟიმში, მისთვის მინიჭებულ სვლაგეზზე.
3. მობილური აპლიკაცია
გარდა ამისა, Android და iOS სისტემებით მოსარგებლე მგზავრებს, ასევე, ლაივ რეჟიმში, შეეძლებათ კონკრეტული ავტობუსის გადაადგილებისთვის თვალყურის დევნება და, რაც მთავარია, მგზავრობის დაგეგმვა, მათთვის სასურველ ლოკაციაზე.
აპლიკაცია განთავსებულია შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის“ ფეისბუქგვერდზე.
აღნიშნული სისტემები - როგორც ვებგვერდი, ისე აპლიკაცია, ასევე ხმოვანი და ვიზუალიზებული გამოცხადების სისტემები - უკვე სრულყოფილად და გამართულად მუშაობს.