5 სექტემბერს, 16:00 საათზე, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქ ონში, დავით აღმაშენებლის მოედანზე, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში სახალხო დღესასწაული „ ონელობა 2026“ გაიმართება.
ღონისძიების მიზანია საკუთარ ფუძესთან, მშობლიურ გარემოსა და ტრადიციებთან დაბრუნების იდეის წარმოჩენა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება:
მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცე.
"გაცნობებთ, რომ “ონელობა” როგორც დღესასწაული 2008 წლიდან აღინიშნება და წელს მე-18 ონელობას ვიზეიმებთ. ამ დღეს, ონის მუნიციპალიტეტი უამრავ სტუმარს უმასპინძლებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ გაეცნონ ოთხი მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ ნიმუშებს, ფოლკლორს და კულინარიას,"-აცხადებენ ონის მერიაში.