ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მეხუთე დღეა მიმდინარეობს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძესთან, მერის მოადგილე რევაზ კიკნაველიძესთან, ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან ერთად, უხვი ნალექის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება და პრობლემებს ეცნობა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს, შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია.
27 აგვისტოს მოსულმა უხვმა ნალექმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის 13 ადმინისტრაციულ ერთეულში, ოთხმოცამდე ინფრასტრუქტურული ობიექტი დააზიანა, მათ შორის ხიდები, გზები და საცხოვრებელი სახლების ეზოები.