ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება“ გაცნობებთ, რომ 2026–2027 წლის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 21 სექტემბერს განახლდება.
აღსაზრდელთა რეგისტრაცია 2 სექტემბრიდან დაიწყება და 11 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ბავშვის ჩასარიცხად, თქვენ მიერ შერჩეულ ბაგა-ბაღში საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:
✅ ბავშვის დაბადების მოწმობა (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
✅ ორი ფოტოსურათი (ფორმატი 3×4);
✅ ჯანმრთელობის ცნობა;
✅ მშობლების პირადობის მოწმობების ასლები.