ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეორე სვირში უხვი ნალექით გამოწვეული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
უხვი ნალექის შედეგად, სოფლის საუბნო გზებზე, დიდი რაოდენობით ქვიშა-ღორღი ჩამოვიდა, სტიქიის შედეგად დაზიანდა საგზაო ბოგირები. მოსახლეობას დაუზიანდა სახნავ-სათესი სავარგულები.
“მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, შეტყობინების მიღებისთანავე აქტიურად ახორციელებენ, გზების გაწმენდით და სალიკვიდაციო სამუშაოებს. ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე. პროცესი ადგილობრივი ხელისუფლების მონიტორინგის ქვეშაა და სამუშაოები გაგრძელდება, ვიდრე სტიქიის შედეგები სრულად არ აღმოიფხვრება,”-აცხადებენ ზესტაფონის მერიაში.