TOP-NEWS.GE / შოვში, სტიქიის ზონა მოწესრიგდება

შოვში, სტიქიის ზონა მოწესრიგდება

შოვში, 2023 წლის სტიქიის ზონაში ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები განხორციელდება.

რაჭაში მიმდინარე სამუშაოების გაცნობის ფარგლებში ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, შოვშიც იმყოფებოდა.

2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიის ზონაში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებთან შეთანხმებით, ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოებს განახორციელებს.

გუშინ, 21:38
უკან დაბრუნება