რაჭაში, სოფელ ზედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გუშინ გაუჩინარებული 25 წლის ბიჭი დღეს გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მამაკაცი ჩანჩქერზე მეგობრებთან, ასევე რუსთაველ ბიჭებთან ერთად იმყოფებოდა.
“მათი თქმით, ბიჭი ჩანჩქერის სათავით დაინტერესდა და ჩანჩქერის სათავისკენ მარტო წავიდა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა. როცა არ გამოჩნდა, მეგობრებმა მომხდარის შესახებ საგანგებო სიტუაციათა სამსახურს აცნობეს. მაშველებმა დღეს დაახლოებით 13:00 საათზე, ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, მისი ცხედარი წყლიდან მყვინთავებმა ამოიყვანეს,”-წერს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.