TOP-NEWS.GE / რაჭის გუბერნატორს ახალი მოადგილე ჰყავს

რაჭის გუბერნატორს ახალი მოადგილე ჰყავს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს სახელმწიფო რწმუნებულის ახალი მოადგილე ლევან ჯმუხაძე წარუდგინა.

პაპუნა მარგველიძემ ლევან ჯმუხაძეს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილება და მენეჯერული უნარები რეგიონში მიმდინარე პროცესების ეფექტიანად მართვასა და დასახული მიზნების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

ლევან ჯმუხაძემ სახელმწიფო რწმუნებულსა და სახელისუფლებო გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა,  რომ ძალისხმევას არ დაიშურებს დაკისრებული პასუხისმგებლობის პირნათლად შესრულებისთვის.

ლევან ჯმუხაძეს საჯარო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

გუშინ, 14:30
უკან დაბრუნება