19 აგვისტოს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში, სახალხო დღესასწაული „ლაშხეთობა 2026“ გაიმართება.
ღონისძიების პროგრამა:
10:00 საათი — საზეიმო წირვა ჩიხარეშის მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში;
11:00 საათი — დოღი;
12:00 საათი — ფრენბურთის ტურნირი;
15:00 საათი — ადგილობრივი შემსრულებლების საზეიმო კონცერტი.
ღონისძიების ფარგლებში დღის განმავლობაში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ლენტეხელი ნორჩი მხატვრების მიერ შესრულებული ნამუშევრები,
აგრეთვე განხორციელდება ადგილობრივი მარნების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
გელოდებით 19 აგვისტოს, ჩიხარეშში!