TOP-NEWS.GE / იმერეთის მხარეში, საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით, 140 ვაკანსია ცხადდება

იმერეთის მხარეში, საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით, 140 ვაკანსია ცხადდება

იმერეთის მხარეში, საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით, 140 ვაკანსია ცხადდება.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.
 
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სტაჟიორთა შესარჩევიბ კონკურსი 2 პოზიციაზე გამოცხადდება: სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატი - 1 (იურისტი),  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური - 1 (საჯარო  მმართველობა (ეკონომიკური მამართულება).
 
ქუთაისი
 
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში (მერია, ააიპ, შპს) სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი 30 პოზიციაზე გამოცხადდება.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახური - 3 ვაკანსია;  მუნიციპალური და საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური - 3; კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური - 2; ადმინისტრაციული სამსახურის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილება - 1; ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება - 2; ადმინისტრაციული სამსახურის სტრატეგიული კომუნიკაციების განყოფილება - 1;    ადმინისტრაციული სამსახურის სერვისების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილება - 2; ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილება - 2; სოციალურ საკითხთა სამსახური - 2;  ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახური - 2; საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური - 3. შპს „ქუთაისის N 4 შერეული პოლიკლინიკა“ -1; შპს პარკინგსერვისი -1;  შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“ -1; ააიპ „ქალაქ ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი“ -1; ა(ა)იპ იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია -1; ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია -1;  ა(ა)იპ ქუთაისის ბოტანიკური ბაღი მედეა - 1;
 
წყალტუბო
 
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 12 ვაკანსიაზე, ხოლო საკრებულოში - 4-ზე გამოცხადება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 2 ვაკანსია;  ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა განყოფილება - 2; ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება - 2; სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფასტრუქტურისა და  კეთილმოწყობის სამსახური - 2; ზედამხედველობის სამსახური - 2; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური - 2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კი - საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - 1 ვაკანსია; იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების დაცვის განყოფილება - 1; ლოჯისტიკის განყოფილება - 1; საინფორმაციო-ანალიტიკური და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება - 1.
 
ტყიბული
 
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 4 ვაკანსიაზე გამოცხადდება. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური  - 1 ვაკანსია; შიდა აუდიტის  სამსახური - 1; ადმინისტრაციული სამსახური  - 1; ასევე 1 ვაკანსია გამოცხადდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.  
 
ხონი

ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 7 ვაკანსიაზე გამოცხადდება. ადმინისტრაციული სამსახური - 3 ვაკანსია; კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა  და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური - 1; სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და არქიტექტურის სამსახური - 2; ზედამხედველობის სამსახური - 1.
 
ჭიათურა
 
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 11 ვაკანსიაზე გამოცხადდება. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 2; სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური - 2; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური - 2; ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება - 2; ა(ა)იპ „ჭიათურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი“  -1; შპს „ჭიათურის წყალი“ - 1; შპს „ჭიათურის სატრანსპორტო კომპანია“ -1; ასევე 1 ვაკანსია გამოცხადდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.
 
ხარაგაული
 
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 14 ვაკანსიაზე გამოცხადდება. ადმინისტრაციული სამსახური - 2 ვაკანსია; ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური - 2; ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური - 2; კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  სამსახური - 2; ა(ა)იპ  „ხარაგაულის დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანება“ – 6; ასევე 2 ვაკანსია გამოცხადდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.
 
თერჯოლა
 
თერჯოლის მუნიციპალიტეტში  ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 3 ვაკანსიაზე გამოცხადდება.
მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახური  - 1 ვაკანსია; მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული სამსახური - 1; ააიპ დასუფთავების და კეთილმოწყობის მუნიციპალური ცენტრის შესყიდვების სამსახური -1;
 
ზესტაფონი
 
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 10 ვაკანსიაზე გამოცხადდება. ადმინისტრაციული სამსახური  - 2 ვაკანსია; ინფრასტრუქტურის, მშენებლობის და სივრცითი მოწყობის სამსახური - 3; იურიდიული სამსახური - 2; შიდა აუდიტის სამსახური - 1; მუნიციპალური ინსპექცია - 1; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 1; ასევე 3 ვაკანსია გამოცხადდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების განყოფილებაში.
 
სამტრედია
 
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 21 ვაკანსიაზე გამოცხადდება: ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის სამსახური - 4 ვაკანსია; სოციალური სამსახური - 1; ⁠ეკონომიკის სამსახური - 2; ადმინისტრაციული სამსახური - 4; ⁠საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 3; განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური - 2; აუდიტის სამსახური- 1;  ზედამხედველობის სამსახური - 4; ასევე 1 ვაკანსია გამოცხადდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.
 
საჩხერე
 
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 8 ვაკანსიაზე გამოცხადდება: მერიის ადმინისტრაციული სამსახურის კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - 2 ვაკანსია; ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება - 1; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილება - 1; ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური - 1; კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - 1; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური - 1; სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური - 1.
 
ბაღდათი
 
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 6 ვაკანსიაზე გამოცხადდება. ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის სამსახური - 1 ვაკანსია; სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახური - 1; ⁠ეკონომიკის სამსახური - 1; ⁠ადმინისტრაციული სამსახური - 1; ⁠საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 1; განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური - 1.
 
ვანი
 
ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 8 ვაკანსიაზე გამოცხადდება. ზედამხედველობის სამსახური  - 2 ვაკანსია; სივრცითი მოწყობისა ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის  სამსახური - 2; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური  - 1; ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახური - 1; ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახური - 1; ა(ა)იპ ვანის კომუნალური გაერთიანება - 1;

დღეს, 15:07
უკან დაბრუნება