TOP-NEWS.GE / განათლების მინისტრი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა

განათლების მინისტრი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებსაც წყალტუბოს საზაფხულო ბანაკი მასპინძლობს.

გივი მიქანაძემ და გიორგი ჯინჭარაძემ ახალგაზრდების ინიციატივების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

საუბარი შეეხო, ახალგაზრდების მხარდამჭერის მიზნით, მრავალფეროვანი პროექტების განხორციელებასა და ბანაკების პროექტის გაფართოებას. 

შეხვედრის შემდეგ აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა ჰაბში თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, საგანმანათლებლო სივრცეები, ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი დაათვალიერეს.

გუშინ, 19:15
უკან დაბრუნება