TOP-NEWS.GE / ხონის მეოთხე საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ხონის მეოთხე საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, ქალაქ ხონის N4 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია იგეგმება.  ტენდერი სამუშაოების შესყიდვაზე ფონდმა უკვე გამოაცხადა.

პროექტის მიზანია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო და ადაპტირებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისა და აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებისთვის ხარისხიანი სასკოლო განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 სექტემბერი.

გუშინ, 13:22
უკან დაბრუნება