ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხეთში, მეჭურეთის წმინდა გიორგის სალოცავისკენ მიმავალ გზაზე ასფალტის საფარი დაიგება, სადაც ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერ ზაზა ქევანიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად მხეიძესთან ერთად, პროექტის მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.
სამუშაოები მთის განვითარების ფონდიდან 857 000 ლარით ფინანსდება.
დღესვე ადგილზე იმყოფებოდნენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ასლან საგანელიძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით გოგლიძე.