ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და ქუთაისის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძე წარმატებულ ქუთაისელ მსროლელებს შეხვდნენ.
ქუთაისელმა ტყვიის მსროლელმა იოანე ხვარეშიამ, პოლონეთის ქალაქ ვროცლავში ჩატარებულ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და 2 ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო გიორგი მუმლაძე შერეულ წყვილებში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტსმენებს საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატება მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარეხ ნიჟარაძე ესწრებოდნენ.