TOP-NEWS.GE / ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ვიზიტორების მიღებას აგრძელებს

ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ვიზიტორების მიღებას აგრძელებს

ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი სტუმრების მიღებას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად ტექნოჰაბს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა დღის ბანაკის „ნინველები“ 92 მონაწილე ესტუმრა.

ვიზიტის ფარგებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინტერაქციულ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმს, სადაც მონაწილეებმა მუზეუმის კონცეფცია დაათვალიერეს და შერჩეული ექსპონატების მუშაობა პრაქტიკულად გამოსცადეს.

სტუმრები ასევე დეტალურად გაეცნენ თუმოს ქუთაისის პროგრამას, რომელიც 12-18 წლის მოზარდებს ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიების შესწავლის შესაძლებლობას სთავაზობს.

ვიზიტის ფარგლებში ბანაკის მონაწილეები გაეცნენ  ჰაბში არსებულ ტექნოლოგიურ მიმართულებებს: რობოტიკა და ავტომატიზაცია, დრონები, ელექტრონიკადა IoT, ხელოვნური ინტელექტი, FabLab, STEAM, 3D პროტოტიპირება და ვირტუალური რეალობა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბში განთავსებული ინტერაქციული, სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი მუშაობს ყოველდღე 10:00-დან 18:00-მდე, ორშაბათის გარდა.

დღეს, 19:04
უკან დაბრუნება