TOP-NEWS.GE / ქუთაისში “ურსა” იმღერებს

ქუთაისში “ურსა” იმღერებს

ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ემზადებიან.

ქალაქის ცენტრალურ ბულვარში და ფალიაშვილის ქუჩაზე  საგანმანათლებლო, სტარტაპ და ახალგაზრდული ორგანიზაციების სხვადასხვა სივრცეებია მოწყობილი,  აქვე იმართება ახალგაზრდა შემოქმედთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, შემეცნებითი ქვიზები, ინტერაქციული თამაშები, სპორტული აქტივობები, რადიომართვადი  მანქანების (RC) შოუ და თანამედროვე დრონების სანახაობრივი წარმოდგენა.

20:00 საათზე, ფალიაშვილის ქუჩაზე კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ჯგუფი “გუფი ლენდი” და ჯგუფი “ურსა” მიიღებენ. 

დღეს, 18:58
უკან დაბრუნება