TOP-NEWS.GE / მაკიაჟი, დიოდური ეპილაცია და თმის ვარცხნილობები-იმერეთის რეგიონში უფასო კურსებზე სწავლა დასრულდა

მაკიაჟი, დიოდური ეპილაცია და თმის ვარცხნილობები-იმერეთის რეგიონში უფასო კურსებზე სწავლა დასრულდა

იმერეთის რეგიონში მაკიაჟის, დიოდური ეპილაციისა და თმის ვარცხნილობების საზაფხულო, სასწავლო პროფესიული კურსები დასრულდა.  „ესთეტიკის საერთაშორისო ინსტიტუტის„ სასწავლო კურსის ფარგლებში, თითოეულმა მსმენელმა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა მიიღეს.

პროფესიული მომზადება გადამზადების  პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა  შეისწავლეს:
✔️ დღის და საღამოს მაკიაჟის ტექნიკები;
✔️ სადღესასწაულო თმის ვარცხნილობების შექმნა.
✔️ დიოდური ეპილაციის ტექნიკები და უსაფრთხო პრაქტიკა.

პროგრამის ფარგლებში გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატი.  

დღეს, 10:15
უკან დაბრუნება