იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის თასზე მინი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა.
ფინალური შეხვედრა ქუთაისის „მართვეს“ მინი ფეხბურთის მოედანზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს ქუთაისისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ჭიათურის მუნიციპალიტეტის გუნდმა მოიპოვა.
ტურნირის გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა პირველ მოადგილე, მამუკა ხიმშიაშვილთან, მოადგილეებთან: გრიგოლ დალაქიშვილთან, ბესიკ გოფოძესთან, პარლამენტის წევრ ზაზა ლომინაძესთან და მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დააჯილდოვა.
სახელმწიფო რწმუნებულის თასზე მინი ფეხბურთის ტურნირში იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის 150 თანამშრომელი მონაწილეობდა.
ტურნირის მიზანი თანამშრომლებს შორის კოლეგიური ურთიერთობების გაძლიერება, გუნდურობის ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო.