ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ცხაკაიამ, ქუთაისის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა "საზაფხულო ბანაკი 2026-ის" პირველი ნაკადი ბაკურიანში გააცილეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრადიციული საზაფხულო ბანაკი 13-დან 17 წლამდე ასაკის წარმატებული მოსწავლეებისთვის ეწყობა.
ბანაკი სამ ნაკადად გაიმართება და ჯამში 150 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
წელს ბანაკის თემატიკაა:
მენტალური კეთილდღეობა და ემოციური ინტელექტი;
პროფესიული ორიენტაცია;
ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში;
პროექტების წერა და გრანტების მოპოვება.