TOP-NEWS.GE / ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში გახსნილი მუზეუმი 3 თვე მნახველებს უფასოდ მიიღებს

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში გახსნილი მუზეუმი 3 თვე მნახველებს უფასოდ მიიღებს

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში საქართველოში პირველი ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი სტუმრებს 25 ივლისიდან მასპინძლობს.

მუზეუმის კონცეფცია ეფუძნება მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ცენტრების საუკეთესო პრაქტიკას და ვიზიტორებს ცოდნის მიღებას ინტერაქციული ექსპერიმენტებისა და პრაქტიკული გამოცდილების გზით სთავაზობს.

პირველ ეტაპზე მუზეუმში წარმოდგენილია 50 თანამედროვე ექსპონატი, რომელთა ნაწილი შექმნილია პოლონეთის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო ცენტრია.

ექსპოზიცია აერთიანებს:

•ფიზიკას

•მათემატიკას

•ინჟინერიასა და მექანიკას

•ოპტიკასა და ელექტრომაგნიტიზმს

•ასტრონომიას

•საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს

•ხელოვნურ ინტელექტსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს.

სამუშაო საათები: ყოველდღე (ორშაბათის გარდა) 10:00 – 18:00.

პირველი 3 თვის განმავლობაში მუზეუმში შესვლა სტუმრებისთვის სრულიად უფასოა.

დღეს, 15:29
უკან დაბრუნება