TOP-NEWS.GE / ქუთაისიდან ალპანა-მამისონის მიმართულებით გზის მოწყობაზე 13 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

ქუთაისიდან ალპანა-მამისონის მიმართულებით გზის მოწყობაზე 13 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

 შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 18 კმ-მდე (კმ66-კმ84) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის შესაბამისად, გზის სავალ ნაწილზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ეწყობა მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, კიუვეტები და საგზაო ნიშნები. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13 მლნ. ლარამდეა. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

დღეს, 11:21
უკან დაბრუნება