რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერ ზაზა ქევანიშვილთან, მერის პირველ მოადგილე ასლან საგანელიძესთან და მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავში მცხოვრებ უხუცესს, ვარდენ ჯელაძეს 100 წლის იუბილე მიულოცა.
ვარდენ ჯელაძე სოფელ ურავში დაიბადა. ჰყავს ერთი შვილი, ორი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი. ის დღემდე აქტიურად არის ჩართული საოჯახო მეურნეობაში და სოფლის ყოველდღიურ ცხოვრებაში. იგი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველაზე უხუცესი ადამიანია.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა იუბილარს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სახელით, ვარდენ ჯელაძეს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1000 ლარის ოდენობის ფულადი დახმარება გადაეცა.