TOP-NEWS.GE / "ვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იყოს იმერული სტუმართმოყვარეობისა და გასტრონომიის პირველი შთაბეჭდილება, საიდანაც იწყება საქართველოს გემოების აღმოჩენა"

"ვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იყოს იმერული სტუმართმოყვარეობისა და გასტრონომიის პირველი შთაბეჭდილება, საიდანაც იწყება საქართველოს გემოების აღმოჩენა"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ გასტრონომიულ ფესტივალს GEMO FEST უკვე მეოთხედ უჭერს მხარს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ფესტივალის მთავარი პარტნიორია, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ღონისძიების ერთ-ერთი მასპინძელიცაა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, GEMO FEST-ის მხარდაჭერა ხელს უწყობს რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო ვიზიტორთა ნაკადების ზრდასა და ადგილობრივი კულინარიული კულტურის პოპულარიზაციას.

„ჩვენ ტრადიციულად მხარს ვუჭერთ მსგავსი სახის ღონისძიებების ჩატარებას, რათა ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას და საერთაშორისო ვიზიტორთა ნაკადების ზრდას საქართველოში. GEMO FEST-ის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს როგორც ტრადიციულ ქართულ, ისე ნაკლებად ცნობილ კერძებს, ასევე ფესტივალში მონაწილე ადგილობრივ მეწარმეებსა და მათ პროდუქციას. 

Gemo Fest-ი ყოველწლიურ ტრადიციად იქცა და მისი მიზანია რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარება, ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და ტურისტული ნაკადების ზრდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იყოს იმერული სტუმართმოყვარეობისა და გასტრონომიის პირველი შთაბეჭდილება, საიდანაც იწყება საქართველოს გემოების აღმოჩენა,“- განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

დღეს, 17:04
უკან დაბრუნება