ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, გასტრონომიული ფესტივალი „გემოფესტი 2026“ ოფიციალურად გაიხსნა.
ფესტივალის გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
26-28 ივნისის განმავლობაში „გემოფესტი“ სტუმრებს ქართულ გასტრონომიას, მეწარმეების მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. წელს ფესტივალში პირველად მონაწილეობენ მეწარმეები აფხაზეთიდან.
„გემოფესტის“ მთავარი მიზანია ქართული გასტრონომიის პოპულარიზაცია, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და გასტრო-ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.
ფესტივალი იმართება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციისა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მხარდაჭერით.