ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი ახალი ტრაქტორების პრეზენტაციას დაესწრო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერებასა და ზამთრის სეზონისთვის მზადების მნიშვნელობაზე.
„ჭიათურის მუნიციპალიტეტი განაგრძობს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერებას, რათა ნებისმიერ სეზონზე მოსახლეობას ხარისხიანი და დროული მუნიციპალური მომსახურება მიეწოდოს.ახალი ტექნიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიანი და რთული რელიეფის მქონე სოფლებისთვის, სადაც დიდთოვლობის დროს გადაადგილების უზრუნველყოფა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს,”-განაცხადა გივი მოდებაძემ.