TOP-NEWS.GE / სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა უახლოეს პერიოდში გაიხსნება

სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა უახლოეს პერიოდში გაიხსნება

სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მე-3 მონაკვეთზე დარჩენილი 6-კმ-იანი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა უახლოეს პერიოდში გაიხსნება.

სამუშაოების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ ზაბახიძესთან ერთად გაეცნო.

სამტრედია–გრიგოლეთის გზის მე-3 მონაკვეთი საერთო ჯამში მოიცავს 12 კმ-იან, 4 ზოლიან ასფალტ-ბეტონის გზას, 6 სახიდე გადასასვლელს, 2 სატრანსპორტო კვანძს, ასევე საქონლისა და საველე გასასვლელებს.

მაგისტრალური გზა გურიის რეგიონში ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებზე – გვიმბალაურზე, ქვემო ჩიბათსა და ნიგოეთზე გაივლის.

დღეს, 12:03
უკან დაბრუნება