ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, პირველ მოადგილე დავით წერეთელთან და მოადგილე დავით ბიწაძესთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე კვირაში დაგეგმილი პროექტები და განსახორციელებელი სამუშაოების გეგმა.
ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერებაზე.აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტს უკვე შეემატა ტრაქტორები და სხვა სპეციალური ტექნიკა.
გივი მოდებაძემ ასევე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ახალი ავტობუსების შეძენას გეგმავს, რაც მგზავრებს დამატებით კომფორტს შეუქმნის და მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების არეალს გააფართოებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ყვირილას მიმდებარე ტერიტორიების განვითარებასაც. მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, იგეგმება პროექტის განხორციელება, რომელიც მდინარე ყვირილის კალაპოტის გაწმენდასა და ხიდების განათებას ითვალისწინებს, რაც ქალაქის იერსახისა და გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.