TOP-NEWS.GE / იმერეთის გუბერნატორმა რეგიონის მერებთან მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა

იმერეთის გუბერნატორმა რეგიონის მერებთან მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა, იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. 

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაზიფიცირების პროცესს, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარებას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს. 

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, მოადგილეები: გრიგოლ დალაქიშვილი, ბესიკ გოფოძე და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელები.

გუშინ, 13:17
უკან დაბრუნება