TOP-NEWS.GE / ნიკეას ნაგავსაყრელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ნიკეას ნაგავსაყრელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ქუთაისში, ეგრეთ წოდებულ, ნიკეას ნაგავსაყრელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. 

აღნიშნული სამუშაოების პროცესს თან ახლავს დისკომფორტი, რაც უკავშირდება არასასიამოვნო სუნის გავრცელებას. მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ბოდიშს უხდის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო. 

"სარეაბილიტაციო სამუშაობი მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დასრულდება, რის შემდეგაც აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრება,"-აცხადებენ მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში.

დღეს, 19:47
უკან დაბრუნება