ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასა“ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტებმა დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში ორი თვის განმავლობაში სტაჟირება გაიარეს.
დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში, გაერთიანების მმართველმა ვაჟა ჯუღელმა, გაერთიანების მმართველის მოადგილემ ბაია კოღუაშვილმა და გალერეის დირექტორმა ელისო ჩოგოვაძემ სტაჟირების წარმატებით დასრულებისათვის შესაბამისი სერთიფიკატები გადასცეს მაგისტრანტებს: ანანო ტაბაღუას, თამარ ღაჭავას და მარიამ ასანიძეს.
აწსუ-ს მაგისტრანტები სტაჟირების პერიოდში დაშვებული იყვნენ სამუშაოდ გალერეის ფონდებში. ჩართული იყვნენ კატალოგიზაციისა და პასპორტიზაციის პროცესში, გაეცნენ თუ როგორ კეთდება ექსპოზიცია. თავიანთ სამაგისტრო თემატიკაზე მოიძიენ და დაამუშავენ მასალები, შექმნენ რეფერატები. მაგისტრანტების გალერეაში პრაქტიკების ჩატარების ინიციატორი იყო გაერთიანების მმართველის მოადგილე, აწსუ-ს ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სამაგისტრო პროგრამის ხელ-ლი, პროფესორი ბაია კოღუაშვილი.
გაერთიანებისა და აწსუ-ს მემორანდუმის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ერთობლივი გამოფენა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობით.
აღსანიშნავია, რომ წელს, დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის დაარსებიდან 50 წელი აღინიშნება და გალერეაში ჩატარებელი ყველა აქტივობა და გამოფენა საიუბილეო თარიღს ეძღვნება.