ქუთაისში ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნამდე სულ ცოტა დრო დარჩა!
ეს არის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სტრატეგიული პროექტი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, გრძელვადიანი ინვესტიცია ადამიანურ კაპიტალში, ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკასა და მაღალტექნოლოგიური სექტორის განვითარებაში.
"ჰაბი შექმნის უნიკალურ ეკოსისტემას, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს განათლებას, კვლევა-განვითარებას, ტექნოლოგიურ მეწარმეობას, სტარტაპებსა და საერთაშორისო IT სექტორს.
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი იქნება სივრცე, სადაც შეიქმნება ახალი შესაძლებლობები, დაიბადება ინოვაციური იდეები და ჩამოყალიბდება მომავლის ეკონომიკა.
ქუთაისი მალე გახდება ადგილი, სადაც ტექნოლოგიები, ცოდნა და ინოვაცია ერთმანეთს ხვდება ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპის შესაქმნელად,"-აცხადებენ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში.