TOP-NEWS.GE / ქუთაისში ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა

ქუთაისში ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა

ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა. შემთხვევა 3 მაისს, დილის საათებში, ევდოშვილის ქუჩაზე მოხდა. 

როგორც ცნობილია, ავარიის შედეგად ქუთაისის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლე, 16 წლის ახალგაზრდა გარდიაცვალა. 

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ავტომობილი, რომელსაც ასევე არასრულწლოვანი გოგონა მართავდა, ჯერ გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა, შემდეგ კი ბორდიურს და ამოტრიალდა, რის შედეგადაც 16 წლის ახალგაზრდა მანქანიდან გადმოვარდა. 


გუშინ, 22:51
უკან დაბრუნება