სოფელ კურსებში, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მონაკვეთზე, სადაც ორი თვის წინ მეწყრული პროცესები განვითარდა, მდინარის პირას ეწყობა 7 მეტრიანი ორმხრივი მოძრაობის დროებითი გზა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას და მგზავრობის დროსა და ხარჯებს შეამცირებს.
პარალელურად, იგეგმება ახალი მუდმივი შემოვლითი გზის პროექტის მომზადება, რომელიც გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე განხორციელდება. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. მაღალი სატრანსპორტო ნაკადის გამო სამუშაოები ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
დროებითი გზის მოწყობის დასრულება ერთი თვის ვადაში იგეგმება.
მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეეებთან - ვახუშტი ბაგრატიონთან და ილია ბეგიაშვილთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, რეგიონული განვარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილთან და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან ერთად გაეცნო.