ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მესამე ცვლილების შედეგად, 2 986 400 ლარით გაიზარდა და ჯამში 188 773 400 ლარი შეადგინა.
გადაწყვეტილება საკრებულოს რიგით მე-8 სხდომაზე დაამტკიცეს. სხდომას ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
გაზრდილი ბიუჯეტიდან აღნიშნული თანხა დაიხარჯება რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად, მათ შორის, მრავალსართულიანი ბინების ფასადების რეაბილიტაციისათვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რეაბილიტაცისთვის, გზებისა და ტროტუარების შეკეთებისთვის, პეტრიწის ქუჩის II ჩიხში საყრდენი კედლის მშენებლობისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების წყალსაწრეტი მილებისა და პარაპეტების სარეაბილიტაციოდ.
სხდომაზე განისაზღვრა საპრივატიზაციო ობიექტების გეგმა და ნუსხა, ასევე, მოისმინეს მერიის სოციალური სამსახურის მიერ 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის მაისამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში.