ბაღდათის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.გადაუღებელი წვიმის შედეგად დაზიანდა ცენტრალური გზები, სოფლის შიდა გზები, ბოგირები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, მიწის ნაკვეთები.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კომუნალური გაერთიანების თანამშრომლები ჩართული არიან გაწმენდით სამუშაოებში. მობილიზებულია სპეც ტექნიკა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დილიდან ეცნობა არსებულ ვითარებას. უხვი ნალექის შედეგად მიყენებულ ზარალს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალური კომისია შეისწავლის.