ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ბაღდათში მრავალფუნქციური რეკრეაციული კომპლექსის პროექტირებას იწყებს. შესაბამისი ხელშეკრულება ფონდმა კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. მომსახურების ვადად 6 თვეა განსაზღვრული.
პროექტი მდინარე ხანისწყლის მიმდებარედ თანამედროვე რეკრეაციული სივრცის მოწყობას ითვალისწინებს, რომელიც გააერთიანებს დასასვენებელ, სპორტულ, გასართობ და ტურისტულ ფუნქციებს.