TOP-NEWS.GE / 101 წლის მანია ჯულაყიძეს ვანის მერიამ 2 000 ლარი გადასცა

101 წლის მანია ჯულაყიძეს ვანის მერიამ 2 000 ლარი გადასცა

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძემ სოფელ დუცხუნში მცხოვრებ მანია ჯულაყიძეს 101 წლის იუბილე მიულოცეს და იუბილარს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს.

მანია ჯულაყიძეს  6 შვილი, 13 შვილიშვილი, 26 შვილთაშვილი და 8 შვილთაშვილიშვილი ჰყავს.

ვანის მუნიციპალიტეტის მერიამ იუბილარს საჩუქრად 2000 ლარი გადასცა. 

დღეს, 17:43
უკან დაბრუნება