ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა ღვაწლმოსილი ქუთაისელის საპატიო სიგელი გადასცა 9 გამორჩეულ თანაქალაქელს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული გამოჩენილ პირთა პატივგების კომისიის გადაწყვეტილებით, ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის, „ ღვაწლმოსილი ქუთაისელის“ წოდება მიენიჭათ:
ა. რაზმაძის სახელობის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგს თამაზ ბარდაველიძეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსს თემურ ღვინიანიძეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსს მარია სილაგაძეს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს ავთანდილ გეწაძეს, ანსამბლ „ბერმუხას“ წევრს ავთანდილ სვანიძეს, მსახიობ თენგიზ ჯავახაძეს, მსახიობ ნანი მიქაძეს, დამსახურებულ მწვრთნელს ავთანდილ თევდორაძეს და სპორტულ ჟურნალისტს იუზა კაციტაძეს.
ღვაწლმოსილ ქუთაისელებს სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ. თანაქალაქელებს დამსახურებული აღიარება ქუთაისის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა მიულოცეს.