TOP-NEWS.GE / ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება

ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამო,  ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

 24 მაისს, სადღესასწაულო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, დროებით გადაიკეტება: გელათის ქუჩა,მარი ბროსეს ქუჩა, ფალიაშვილის ქუჩა, ცენტრალური მოედანი.

 შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს შეცვლილი მარშრუტებით:
 1L-  აღმაშენებლის მოედნის ნაცვლად გურამ ფანჯიკიძის ქუჩით გაივლის აკაკი წერეთლის ქუჩას,  დავით აღმაშენებლის გამზირს,  გალაკტიონ ტაბიძის ქუჩას, წითელ ხიდს და შემდეგ - ჩვეული სვლაგეზით.
 N3-  აღმაშენებლის მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩის ნაცვლად,  გურამ ფანჯიკიძის ქუჩით გაივლის აკაკი წერეთლის ქუჩას,
შემდეგ - ჩვეული სვლაგეზით.
 N4 - იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: გურამ ფანჯიკიძის ქუჩა, აკაკი წერეთლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის გამზირი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, წითელი ხიდი, შემდეგ - ჩვეული სვლაგეზით.
 N5 - იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით:
გურამ ფანჯიკიძის ქუჩა, აკაკი წერეთლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის გამზირი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, წითელი ხიდი,  შემდეგ - ჩვეული სვლაგეზით.
 N6 -  აღმაშენებლის მოედნის ნაცვლად იმოძრავებს დავით და კონსტანტინეს ქუჩით.
 N10 -  აღმაშენებლის მოედნის ნაცვლად იმოძრავებს წითელი ხიდიდან.
 N19 - იმოძრავებს
 აკაკი წერეთლის,  მანდარიას,  თამარ მეფის, სოლომონ პირველის ქუჩების გავლით საფიჩხიის ცენტრისკენ.
უკან  დაბრუნდება
სოლომონ პირველის, 26 მაისის,  მერაბ კოსტავას,  მარი ბროსეს, ვარლამიშვილის ქუჩებისა და  რუსთაველის გამზირის გავლით, შემდეგ - ჩვეული სვლაგეზით.
 N20 -  აღმაშენებლის მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩის ნაცვლად იმოძრავებს წითელი ხიდიდან.
N41 - აღმაშენებლის მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩის ნაცვლად ჩაუხვევს გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე,  შემდეგ - ჩვეული სვლაგეზით.
 N141 (მიკროავტობუსი) - აღმაშენებლის მოედნისა და თბილისის ქუჩის ნაცვლად გაივლის მარი ბროსეს,  გელათის, 26 მაისის ქუჩებს და შემდეგ - ჩვეული სვლაგეზით. 

გუშინ, 14:15
უკან დაბრუნება