საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების პროგრამა იმერეთის რეგიონში.
ქუთაისი
26 მაისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, სტუმრებს სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებები დახვდებათ.
პროგრამა:
11:00-18:00 - საბავშვო აქტივობები;
11:00-18:00 - მინი გოლფი, შაში, ბოულინგი; 3D მოდელირების ვორქშოფი; Snap circuits და lego spike ვორქშოპი, პრაქტიკული ტესტირება; დრონების ვორქშოპი; სათვალეების ვორქშოპი; პრაქტიკული ჩვენება; სკანირების ვორქშოპი; ინდუსტრიული რობოტი ხელი NYIRIO და UNITRI რობოტების ვორქშოპი; პრაქტიკული ტესტირება;
11: 00 -16:00 - მოსიარულე ორკესტრი, ოჩოები;
12:00 - 15:00 - ექსპერიმენტები;
13:00 - 15:30 - თეატრი;
14:00-22:00 - კვების ზონა და ბარი;
17:00 - პერფორმანსი;
17:10 - საქართველოს ჰიმნი
19:00 - გალა კონცერტი;
ჭიათურა
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო და კულტურული აქტივობები გაიმართება:
12:00 საათი
• სამხატვრო სკოლის ნამუშევრების გამოფენა.
• მეწარმეთა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.
• ბავშვთა გასართობი სივრცეები.
• ჭადრაკის მოყვარულთათვის ბლიც ტურნირი.
• თემატური კუთხეები და მხარეთმცოდნეობის სივრცე.
• დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერის დეკორაცია პერსონაჟებით.
16:00 საათი - საკონცერტო პროგრამა.
17:10 საათი - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულება ქალაქის ადგილობრივი სამუსიკო გუნდებისა და მაყურებლის მონაწილეობით.
• საღამოს განმავლობაში წარმოდგენილი იქნება მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით.
• საზეიმო ღონისძიება სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორულ ანსამბლ „ჩანგის“ კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება.
ზესტაფონი
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ზესტაფონში სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი:
11:00 საათი - საზეიმო მსვლელობა შორაპნის ციხეზე - დროშის აღმართვის ცერემონია.
13:30 საათი - ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში (სიმონ საყვარელიძის სახელობის სასპორტო სკოლა).
14:00 საათი - მუნიციპალური პირველობა მინი ფეხბურთში, ფინალური შეხვედრა (მიხეილ სალაძის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრი, მერიის მიმდებარე ტერიტორია)
15:00 საათი - საკონცერტო პროგრამა (კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, ადგილობრივი შემსრულებლები).
ბაღდათი
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება გამოფენა, სპორტული აქტივობები:
11:00 საათი - ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის ყვავილებით შემკობა.
12:00-16:00 საათი - მერიის მიმდებარე სკვერი
• ანსამბლ „საირმის“ მიერ საქართველოს ეროვნული ჰიმნისა და მრავალჟამიერის შესრულება.
• 26 მაისის თემატიკის ფოტოგამოფენა.
• ადგილობრივი სახელოვნებო, საგანმანათლებლო აიპების კუთხეები - ხელნაკეთი ნამუშევრები, თექა, სახვითი ხელოვნების გამოფენა.
• აიპების მცირე პერფორმანსები.
• სპორტული აქტივობები მაგიდის ჩოგბურთში, ჭიდაობაში, აკრობატიკასა და ჭადრაკში.
• ტურნირში გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოება.
სამტრედია
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სამტრედიაში სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდება. დაგეგმილია აქტივობები როგორც სპორტის, ისე კულტურის მიმართულებით, ასევე - გაიმართება კონცერტი.
12:00 საათი
• ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა (მომავლის სკვერი).
• სამხედრო ტექნიკის გამოფენა (რესპუბლიკის ქუჩა #6).
• სპორტული ღონისძიებები: ფალავნობა და მკლავჭიდი (მომავლის პარკი).
13:30 საათი - სამტრედიის მუნიციპალიტეტში არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი (მომავლის პარკი).
16:00 საათი - შეჯიბრი ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში: ცხენბურთი, მარულა, ისინდი. ტრადიციული დოღი სხვადასხვა დისტანციაზე (ილორის იპოდრომი).
ხარაგაული
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
12:00 საათი - საქართველოს ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, მერაბ კოსტავას მემორიალის ყვავილებით შემკობა.
15:00 საათი - 26 მაისისადმი მიძღვნილი კონცერტი ხარაგაულში არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.
16:00 საათი - მსვლელობა ჩხერის ციხეზე.
ვანი
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ვანის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ღონისძიებები:
12:00 საათი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის გვირგვინით შემკობა (გაგა ტყემალაძის სახელობის სკვერი).
16:00 საათი - კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.
თერჯოლა
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი. ღონისძიებების ფარგლებში ლაშა გოგიაშვილის სახელობის სკვერში წარმოდგენილი იქნება თემატური ნამუშევრები, ხოლო დღის ბოლოს გაიმართება კონცერტი.
10:00 საათი - სახელმწიფო დროშის აღმართვა სკანდის ციხეზე.
11:00 საათი - გმირთა დიდების მემორიალის გვირგვინით შემკობა.
11:30 საათი - ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ვანო ხუხუნაიშვილის საფლავისთვის პატივის მიგება.
13:30 საათიდან - დღის ბოლომდე - ლაშა გოგიაშვილის სახელობის სკვერი
• ხალხური რეწვისა და ტურიზმის კუთხე;
• სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა თემატური ნამუშევრების გამოფენა, სახის მოხატვა;
•სპორტული შეჯიბრებები: შაში, ნარდი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი და ხრიდოლი;
• ზურაბ გავაშელაშვილის სახელობის ტურნირი ჭიდაობაში.
15:00 საათი - კონცერტი ამფითეატრის სცენაზე ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების შესრულებით.
ტყიბული
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა აქტივობები. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საბავშვო სივრცე, სხვადასხვა თემატიკის კუთხეები. დღის ბოლოს კი დაგეგმილია კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალურ შემსრულებელთა მონაწილეობით.
13:00–18:00 საათი
• საბავშვო სივრცე - ატრაქციონები.
• გასართობი და სპორტული აქტივობები.
• ფოტო სივრცეები.
• ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.
• სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
16:00 საათი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის გვირგვინით შემკობა.
16:15 საათი - ქართული სამოსითა და დროშებით საზეიმო მსვლელობა ტყიბულის ცენტრალურ ქუჩაზე.
17:10 საათი - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
17:15 საათი - კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალურ შემსრულებელთა მონაწილეობით.
საჩხერე
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საჩხერის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი. ღონისძიებები დღის ბოლოს საზეიმო გალა კონცერტით დასრულდება.
11:00 საათი
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულებისთვის პატივის მიგება და მემორიალის გვირგვინით შემკობა.
• პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო სკოლაში გმირების მემორიალის გვირგვინით შემკობა.
• საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბიუსტის გვირგვინით შემკობა.
12:00 საათი
• მუნიციპალური დოღი „საჩხერის თასი 2026“ (სოფელი ჩიხა, ყოფილი აეროდრომის ტერიტორია)
• გამარჯვებულების დაჯილდოება ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელების მიერ.
14:00 საათი - საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებისა და ტექნიკის გამოფენა (თავისუფლების ქუჩაზე).
14:30 საათი - საჩხერის სამხატვრო სკოლაში მოსწავლეთა თემატური ნამუშევრების გამოფენა
15:00 საათი - საზეიმო გალა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით (საჩხერის კულტურის ცენტრი).
წყალტუბო
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, წყალტუბოში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი. გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში, ხოლო დღის ბოლოს ჩატარდება საზეიმო კონცერტი.
10:00 საათი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობა (მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია);
10:00 -18:00 საათი - საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში(სპორტის სასახლე);
16:00 საათი - კონცერტი
ხონი
26 მაისს 12:00 საათზე ხონის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბულვარში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი თვითნასწავლი მხატვრების ნამუშევრები და ხელნაკეთი ნივთები.