TOP-NEWS.GE / ვანის სოფელ ამაღლებაში ტრადიციული დოღი გაიმართა

ვანის სოფელ ამაღლებაში ტრადიციული დოღი გაიმართა

ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი და  მერის მოადგილეები გოჩა ჭუბაბრია და ვლადიმერ ხელაძე სოფელ ამაღლებაში, ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ტრადიციულ დოღს დაესწრნენ. 

დოღში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და რეგიონიდან ჩამოსულმა ცხენოსნებმა. შეჯიბრი გაიმართა ქართულ ტრადიციულ ჭიდაობაში, რომელში გამარჯვებულებიც სხვადასხვა წონითი კატეგორიების მიხედვით გამოვლინდნენ. დოღსა და მარულაში გამარჯვებულებს სიგელები, მედლები, თასები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

შეჯიბრს ასევე ესწრებოდნენ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძე მოადგილეებთან ერთად. 

დღეს, 18:34
უკან დაბრუნება