TOP-NEWS.GE / ოჯახის სიწმინდის დღეს ქუთაისში სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართება

ოჯახის სიწმინდის დღეს ქუთაისში სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართება

17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მსვლელობა გაიმართება.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის და მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანეს ლოცვა-კურთხევით ქუთაისში სადღესასწაულო მსვლელობა დაიწყება ქუთაისის ცენტრალურ მოედანთან მდებარე წმ.მეფეთა დავით აღმაშენებლისა და ბაგრატ III-ის სახ. ტაძრიდან 11:30.

 იქიდან გამომდინარე, რომ 17 მაისი არის კვირა, სამრევლოების წინამძღვრებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ წირვა დაიწყონ ჩვეულებრივზე ადრე, რათა მრევლმა შეძლოს მსვლელობაში მონაწილეობის მიღება,"-ნათქვამია ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს, 13:44
უკან დაბრუნება